,,უკრაინის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია”- კვლევა

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელთა 84% არ ემხრობა ტერიტორიების დათმობას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ომი დიდხანს გაგრძელდება.

,,უკრაინის ყველა რეგიონში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია. აღმოსავლეთში, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მოსახლეობის პატრიოტული განწყობა მხოლოდ გაძლიერდა: მაისიდან ივლისამდე, აღმოსავლეთის რეგიონებში ნებისმიერი დათმობის წინააღმდეგი ადამიანების რიცხვი გაიზარდა 68%-დან 77%-მდე (დათმობებისთვის მხოლოდ 16% მზადაა). სამხრეთელებს შორის 82% ეწინააღმდეგება დათმობებს (დათმობისთვის მხოლოდ 10% არის მზად). სხვა რეგიონებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა”, – წერს უკრაინული მედია კვლევაზე დაყრდნობით.

აღნიშნული გამოკითხვა 6-20 ივლისის პერიოდში ჩატარდა.

მსგავსი თემები