,,არათუ სამი საათით, სამი წუთით არ შევხვედრილვართ ივანიშვილს და უცნაურია, რომ ასეთ შეხვედრებს მავანი ითხოვს”- თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ივანიშვილი  ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში აშშ-ის  ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა. წულუაკიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გავიდა პოლიტიკური პროცესიდან, მინისტრებს და გუნდის წარმომადგენლებს მასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცემიათ.

,,მთავარი ისაა, რომ თავად ამ შეხვედრის მონაწილემ (ბიძინა ივნიშვილი) ეს დღეს დაადასტურა, ამავე შეხვედრის მეორე მონაწილემ (კელი დეგნანი) ეს შეკითხვა აიცილა თავიდან. პირველ რიგში, როგორც მეორე მონაწილეს, მას (აშშ-ის ელჩი)  ეკუთვნის პირველი სიტყვა, მით უმეტეს, როგორც ამ განცხადებიდან ჩანს, თავად ელჩს მოუთხოვია ეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, მისდამი საზოგადოებას ექნება შეკითხვა და ის თავად გასცემს პასუხს, რას ეხებოდა, რატომ იყო მოთხოვნა საჭირო.

მე მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გუნდს დაუტოვა ის საქმეები საკეთებლად, რასაც მანამდე თვითონ ხელმძღვანელობდა,მინისტრები, მათ შორის, მეც, არათუ სამი საათით, სამი წუთით არ შევხვედრილვართ ივანიშვილს და უცნაურია, რომ ასეთ შეხვედრებს მავანი ითხოვს. მით უმეტეს, რომ ხშირად, მას შემდეგ რაც ივანიშვილი გავიდა პოლიტიკური პროცესიდან, არაერთი ოპონენტი და პარტნიორი გამომცდელ კითხვას გვისვამს, როდის ნახეთ ბოლოს ივანიშვილი. უცნაურია, როცა ასეთ კითხვას უსვამ მინისტრს და ამ დროს შენ თვითონ ითხოვ შეხვედრას იმ პირთან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

,,შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა”- ბიძინა ივანიშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები