,,ბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში”- დიმიტრი ხუნდაძე

,,ქართული ოცნებიდან” წასული  დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისს ვრცელი წერილით მიმართავს. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში.

,,ბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში! დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ. ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ. აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაიღო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ახლა ჯერი ჩვენზეა!,”- აღნიშნავს დეპუტატი.

ხუნდაძის თქმით, არ სურს უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ქვეყნის შიდა საქმეებში.

,,არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია კეთდებოდეს საელჩოებში, ხელოვნურად ხდებოდეს არჩეული ხელისუფლების ცვლილების წახალისება და სანქციების შემოღებით შეურაცხყოფდნენ ქართველი ხალხისთვის უზომოდ მოამაგე, უდიდეს ქველმოქმედს.

ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა ისტორიული არჩევანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამ არჩევანს არასოდეს შეცვლის. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში გადავარჩინოთ დემოკრატიული ღირებულებები და საქართველო აცდეს იმ მოსალოდნელ საფრთხეებს, რაც დღეს რეალურად არსებობს ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო არენაზე“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

,,არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში”- დიმიტრი ხუნდაძე – (mcm.ge)

მსგავსი თემები