,,პრეზიდენტიც შეუერთდა ზოგიერთის როყიო განცხადებებს, რომ დასასვენებლად და გასარუჯად წავედით”- გია ვოლსკი

,,სამწუხაროდ, პრეზიდენტიც შეუერთდა ზოგიერთის როყიო განცხადებებს, რომ დასასვენებლად და გასარუჯად წავედით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

უმრავლესობის წევრის თქმით, კომიტეტები მუშაობას აგრძელებენ.

„ჩვენ ვფიქრობთ და გვინდა, რომ ასე იყოს, რომ ის შეცდომაშია შეყვანილი და სრული ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ კომიტეტები მუშაობას აგრძელებენ. სჯობდა, მას ერთი, ორი ან მეტი განცხადება გაკეთებინა იმაზე, რომ ამ კომიტეტებში ერთად ყოფნაა საჭირო, რაც მიმდინარეობს. ის, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ეს იყო მინიშნება, თითქოს არაფერი კეთდება და უმრავლესობა დასასვენებლად წავიდა. რაც შეეხება სამუშაო ფორმატებში მის ჩართვას, არ უნდა ეცადოს, რომ თავის საკონსტიტუციო უფლებამოსილებას გადააჭარბოს. ფუნქცია-მოვალეობების არევა ქვეყანას ცუდ დაღს ამჩნევს. არასდროს არ მონდომებია გერმანიის პრეზიდენტს ჩართულიყო ისეთ პროცესებში, რომელიც ბუნდესტაგში მიმდინარეობს და მას აბსოლუტურად არ ეხება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები