„რუსეთმა ფაქტობრივად საფრთხის წინაშე დააყენა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოება“ – ჯოზეფ ბორელი

უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე ჯოზეფ ბორელი განცხადებას ავრცელებს. როგოც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი აცხადებს, ევროკავშირი მიესალმება უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაერო-ს მიერ დღეს სტამბოლში ხელმოწერილ შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შავი ზღვის ნავსადგურების ბლოკადის მოხსნის შესახებ.

„რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და აღჭურვილობას, იწვევს საწვავის ნაკლებობას და მთელ მსოფლიოში ქმნის სურსათის მიწოდების პრობლემებს უკრაინის პორტების ბლოკირებით და უკრაინული მარცვლეულის მოპარვით.  რუსეთმა ფაქტობრივად საფრთხის წინაშე დააყენა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოება . ამჟამინდელი შეთანხმება არის ამ ნეგატიური კურსის შეცვლის შესაძლებლობა“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს უკრაინას, გლობალურ ბაზარზე გაიტანოს რაც შეიძლება მეტი მარცვლეული დ ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა, უკრაინამ და რუსეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

 

მსგავსი თემები