ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებას უზრდის

ევროკავშირის დახმარება უკრაინის მიმართ იზრდება. ამჯერად, საუბარია დამატებითი 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებაზე.

„დახმარების ღონისძიება მიზნად ისახავს, გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და სტაბილურობის მიმართ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დაიცვან რუსეთისგან მომდინარე სამხედრო აგრესიისგან“ –  აღნიშნულია ევროპის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში.

ასევე,  ნათქვამია, რომ დამატებითი 500 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებით, მთლიანი პაკეტი 2,5 მილიარდ ევროს (2,55 მილიარდ აშშ დოლარამდე) მიაღწევს.

„უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ჩვენ მათ მივაწვდით. ამ კონტექსტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშის მობილიზებაზე შეთანხმდნენ, რაც შეადგენს 2,5 მილიარდ ევროს სამხედრო აღჭურვილობას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

 

მსგავსი თემები