,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას სიტუაციის რადიკალიზაციის საშუალება არ უნდა მისცეს”- იაგო ხვიჩია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას სიტუაციის რადიკალიზაციის საშუალება არ უნდა მისცეს,”- ასე ეხმიანება პარტია „გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას,  რომლის თმითაც,  პარტიამ შესაძლოა, პარტნიორების პოზიცია გაითვალისწინოს და ხელისუფლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთოს.

ხვიჩია ლევან ბეჟაშვილის განცხადებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას სიტუაციის რადიკალიზაციის საშუალება არ უნდა მისცეს

„თუ ისინი ამას შეასრულებენ, „ქართულ ოცნებას“ საფუძველი ეცლება, თქვას, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია და ა.შ. შეიძლება დარჩეს „ლელო“ და ვაშაძე, რომელიც დესტრუქციულია, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის. 12-პუნქტიან გეგმაზე პარტნიორებმა გვითხრეს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ეს ერთად უნდა გააკეთოს. შესაბამისად, 12-პუნქტიან გეგმაზე ოპოზიციის მარტო მუშაობას, ჩემი აზრით, შინაარსი არ გააჩნია,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები