რუსულმა ძალებმა დონეცკი დაბომბეს – დაიღუპა 5 ადამიანი

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

“ოლქის მთელ ტერიტორიაზე სროლებია. დღის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სარაკეტო შეტევა ისკანდერის მეშვეობით კრამატორსკზე მოხდა. დაზიანდა ხუთსართულიანი შენობა და 85 სახლი. განადგურდა სკოლა”, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამასთან, დაბომბვის შედეგად  დააზიანდა 110 კვტ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი კოსტიანტინივკასა და ბახმუტს შორის, რის შედეგადაც ტორეცის თემის დასახლებების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მსგავსი თემები