,,საქართველოს დევიზია “ძალა ერთობაშია”, სამწუხაროდ, რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფები ერთობას არ აჩვენებენ”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი  ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც სპეციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად საქართელოში იმყოფებოდა, სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” განცხადებას ავრცელებს.

,,საქართველოს დევიზია “ძალა ერთობაშია”. სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფები არც ერთიანობას და არც ძალას არ აჩვენებენ. ევროკავშირში კანდიდატურა უნდა იქნას მიღწეული არა ერთი პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ. ყველას თავისი წვლილი შეაქვს, ყველა იღებს სარგებელს!”,- წერს ვიოლა ფონ კრამონი  ,,ტვიტერზე”.

მსგავსი თემები