უკრაინამ, თურქეთმა და გაერო-მ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა  უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ხელი უკვე  მოაწერეს

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ პირდაპირი შეთანხმება არ იქნება. მარცვლეულის შეთანხმება განბლოკავს უკრაინის პორტებში ჩარჩენილ 80 სატვირთო გემს 25 მილიონი ტონა მარცვლეულით.

ასეთივე დოკუმენტს დღესვე მოაწერენ  ხელს  თურქეთის, გაერო-სა და რუსეთის წარმომადგენლები.

მსგავსი თემები