რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია გააფართოვა

რუსეთის მთავრობა   არამეგობრული ქვეყნების განახლებულ სიას  აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიას საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი შეემატნენ.

„მთავრობის მიერ დამტკიცებული სია არ არის საბოლოო და უცხო სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით, რომელიც მიმართულია საზღვარგარეთ რუსეთის მისიების წინააღმდეგ, შესაძლოა გაფართოვდეს“, – აღნიშნულია  რუსეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში არ მოხვდა.

მსგავსი თემები