,,საქართველო და ევროპა არასოდეს უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, არავის მისცეთ ამის უფლება“- ჰუბერტ ქნირში

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველო და ევროპა არასოდეს უნდა დაშორდნენ ერთმანეთს. მისივე თქმით, საყვედურებსა და პოლემიკას აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი.

„თუ შეიძლება ერთი რამ ვისურვო, არის ის, რომ საქართველო და ევროპა არასოდეს დაშორდნენ ერთმანეთს. არავის მისცეთ ამის უფლება! ჩვენი პარტნიორობა ფუნდამენტურია და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად სიმტკიცე გამოვიჩინოთ მის შესანარჩუნებლად. საყვედურებსა და პოლემიკას აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

მსგავსი თემები