,,საქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა მოგონილი თემაა და სპეკულაციას ემსახურება.

,,დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა მოგონილი თემაა და სამწუხაროა, რომ აი ამ განცხადებების ექსპლუატაცია ხდება ამრიგად. სპეკულაციას დავარქმევდი ამას, იმიტომ რომ საერთოდ დასავლურ სამყაროში, დემოკრატიულ სამყაროში არ არის უცხო, კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით ასეთი პოლემიკა, თუნდაც მწვავე ფორმატში. როგორც ვხედავ, ევროკავშირში ინფორმაცია, რომელიც ევროსტრუქტურიდან მიდიოდა არ წარმოადგენს იმ რეალობის აღწერას, რომელიც საქართველოში მე და თქვენ თვალწინ ვითარდება”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის წევრის თქმით, საქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი და თავის განცხადებაში ამაზე მინიშნება არაერთხელ გააკეთა.

„ჰარცელს რაც შეეხება, ინფორმაცია, რომელიც ევროსტრუქტურიდან ევროკავშირში მიდიოდა, არ წარმოადგენს იმ რეალობის აღწერას, რომელიც საქართველოში ვითარდება. ათასი არგუმენტი არსებობს იმის, რითიც შემიძლია, დავადასტურო, რომ საქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი და თავის განცხადებაში ამაზე მინიშნება არაერთხელ გააკეთა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები