სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ – ევროკავშირი 57 პირს შეზღუდვებს უწესებს

ევროკავშირის მიერ  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების მეშვიდე პაკეტით, შეზღუდვები დაუწესდა  57 ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

სანქციები ასევე შეეხო – „სბერბანკს“,სამეცნიერო-საწარმოო ასოციაცია “კვანტს”, სრულიად რუსული სამხედრო-პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობას ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.

სანქცირებულთა სიაში კი მოხვდენენ :  მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი ადამ დელიხმანოვი, კემეროვის ოლქის გუბერნატორი სერგეი ცივილევი, ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი კოროლიოვი, რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარების მთავარსარდალი ვიქტორ სტრიგუნოვი, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა, მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი და მსახიობი ვლადიმირ მაშკოვი.

მსგავსი თემები