,,სტატუსის არმონიჭება იყო უხეში პოლიტიკური შეცდომა დასავლეთის მხრიდან”- დიმიტრი ხუნდაძე

,,სტატუსის არმონიჭება იყო უხეში პოლიტიკური შეცდომა დასავლეთის მხრიდან, რამაც გააღრმავა პოლარიზაცია ქვეყანაში და გააჩინა უსამართლობის განცდა. ფაქტია, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს,”- ამის შესახებ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისისადმი მიმართვაში აღნიშნავს.

,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

,,მრავალწლიანმა ხანგრძლივმა მოლოდინებმა, გარკვეულწილად, იმედგაცრუება გამოიწვია ქართველ ხალხში დასავლური პოლიტიკის მიმართ, რაც საფრთხის შემცველია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ თავად დასავლეთისთვისაც. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებულმა უსამართლო გადაწყვეტილებამ გააღიზიანა ქართველი ხალხი.

ყველასათვის ნათელია, რომ დასავლური პოლიტიკა მოიცავს ევროპული და ამერიკული პოლიტიკების ერთობლიობას და ეს უსამართლო გადაწყვეტილებაც ხალხმა ამ ერთობლივ შეთანხმებად მიიღო. მით უმეტეს, მთავარი პოლიტიკური გზავნილი გაგვაცნეს ევროპიდან, რომ უკრაინამ სტატუსი მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ ომშია ჩართული. ამით ყველაფერი გასაგებია ჩვენთვის, თუ რატომ დაიჩაგრა საქართველო!,”- წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 

,,არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში”- დიმიტრი ხუნდაძე

 

მსგავსი თემები