ბრიტანეთში, ქალის ცხედარი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ საკუთარ სახლში იპოვეს

დიდ ბრიტანეთში, 61 წლის ქალის ცხედარი საკუთარ სახლში, გარდაცვალებიდან ორი წლის შემდგეგ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალს მეგობრები და ნათესავები არ ჰყავდა და მისი გაუჩინარების შესახებ ცნობა არავის შეუვსია.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გარდაცვლილის საცხოვრებელი ბინიდან მძაფრი სუნისა და ქირის გადაუხდელობის გამო მეზობლებმა პოლიციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა სამართალდამცველებმა ბინაში შესვლის გადაწყვეტილება წლების შემდეგ მიიღეს.

 

მსგავსი თემები