დავით გარეჯის საკითხზე საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა 

საქართველოს საპატრიარქოში კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვედრა გაიმართა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) განცხადებით, საუბრის თემა  დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს ეკლესიის ეპარქიის გახსნა იყო.

მიტროპოლიტს იმედი აქვს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საკითხები მშვიდობიანად მოგვარდება.

„მისმა უნეტარესობამ და უწმინდესობამ ახსენა, რომ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მოითხოვს განხილვას და მე მისი ლოცვა-კურთხევით ძალიან მოკლედ შევეხები. ეს არის თემა, რომელზეც ადრეც იყო საუბარი. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობს საკმაო რაოდენობით ქართველი და საკითხი ეხება ეპარქიის გახსნას, საქართველოს ეკლესიის ეპარქიის გახსნას, რომლის შესახებაც ჩვენ გვინდოდა დღეს საუბარი და ასევე დავით გარეჯის მონასტრის კომპლექსზე, რომლის გარშემოც როგორც იცით, წარმოიქმნა სერიოზული სირთულეები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს საკითხები მშვიდობიანად და ღვთის წყალობით მოგვარდება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

მსგავსი თემები