საპოლიციო რეიდს  ბრაზილიაში  18 ადამიანი ემსხვერპლა

რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში, ბარაკების სტილის დასახლებაში ჩატარებულ საპოლიციოს რეიდს, 18 ადამიანი ემსხვერპლა. სპეცოპერაციის სამიზნეს წარმოადგენდნენ ის კრიმინალები, რომლებიც ოპერაციის ჩატარებას გეგმავდნენ მოწინააღმდეგე ბარაკებში.

არსებული ინფორმაციით,  სპეცოპერაციისას გარდაცვლილთა შორის არის ერთი სამართალდამცველი და ერთი შემთხვევითი გამვლელიც.

სპეცოპერაციაში  400 მძიმედ შეიარაღებული სამართალდამცველი  და ოთხი ვერტმფრენი მონაწილეობდა.

მსგავსი თემები