,,ამერიკის საელჩომ უნდა იფუნქციონიროს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის”- დიმიტრი ხუნდაძე

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისისადმი გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნავს, რომ საქართველოში ”ომის პროპაგანდისტების” წინააღმდეგ, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამგვარ რიტორიკას არ გაემიჯნა ელჩი დეგნანი.

,,რატომ ვსაუბრობთ გამუდმებით ომზე?

ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამაზე საუბრობენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. უფრო მეტიც, მათ დაიწყეს ქვეყანაში ომის პროპაგანდა და სამწუხაროდ, ამ რიტორიკას არ გაემიჯნა თქვენი სახელმწიფოს ელჩი საქართველოში. მსგავსმა რიტორიკამ გუშინაც გაიჟღერა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან. არ გვახსოვს ქალბატონი დეგნანის არც ერთი განცხადება, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოში ომის პროპაგანდისტების წინააღმდეგ. არადა, ამის ფაქტი ბევრი იყო. აღარ დავკონკრეტდებით, რადგან გვჯერა, რომ თქვენ ყველა ინფორმაციას ფლობთ.

ამერიკის საელჩომ უნდა იფუნქციონიროს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ეს არის „შერჩევითი დიპლომატია“, რომ აღარაფერი ვთქვათ, დიპლომატიას ამოფარებულ „შერჩევით პოლიტიკაზე,”- წერს დიმიტრი ხუნდაძე.

,,არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში”- დიმიტრი ხუნდაძე – (mcm.ge)

მსგავსი თემები