,,განა აქვს გამართლება დიპლომატიური კორპუსის ასეთ პოლიტიზებას?”- დიმიტრი ხუნდაძე

ამერიკის საელჩომ უნდა იმუშაოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისისადმი მიმართვაში.

,,რატომ ვსაუბრობთ გამუდმებით ომზე?

ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამაზე საუბრობენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. უფრო მეტიც, მათ დაიწყეს ქვეყანაში ომის პროპაგანდა და სამწუხაროდ, ამ რიტორიკას არ გაემიჯნა თქვენი სახელმწიფოს ელჩი საქართველოში. მსგავსმა რიტორიკამ გუშინაც გაიჟღერა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან. არ გვახსოვს ქალბატონი დეგნანის არც ერთი განცხადება, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოში ომის პროპაგანდისტების წინააღმდეგ. არადა, ამის ფაქტი ბევრი იყო. აღარ დავკონკრეტდებით, რადგან გვჯერა, რომ თქვენ ყველა ინფორმაციას ფლობთ.

ალბათ მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ მათ საელჩოს საქართველოში ხალხი პოლიტიკურ მხარედ აღიქვამდეს. არადა, სამწუხაროდ, ასეა. განა აქვს გამართლება დიპლომატიური კორპუსის ასეთ პოლიტიზებას? რამდენადაც ვიცით, ამერიკის საელჩომ უნდა იფუნქციონიროს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ეს არის „შერჩევითი დიპლომატია“, რომ აღარაფერი ვთქვათ, დიპლომატიას ამოფარებულ „შერჩევით პოლიტიკაზე“,- წერს დიმიტრი ხუნდაძე.

,,არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში”- დიმიტრი ხუნდაძე – (mcm.ge)

მსგავსი თემები