,,ან არ იცის, ან უნდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს”- გია ვოლსკი პრეზიდენტზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი,  გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განცხადება რუსეთის საკითხზე საუბრისას ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, “ან თავად არის შეცდომაში შეყვანილი”.

,,რაც შეეხება რუსულ თემას, ან არ იცის, ან უნდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ან თვითონ არის შეცდომაში შეყვანილი. არათუ რუსული თემა არ არსებობს, რუსულ თემასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, პირველი – ეს არის ის, რომ ჩვენ მოვიგეთ და ვაგრძელებთ მუშაობას, საერთაშორისო სასამართლო, საერთაშორისო ტრიბუნალი აგრძელებს მუშაობას, რათა ეს დანაშაულები, რაც რუსეთმა ჩაიდინა საქართველოში, ეს მიმდინარე პროცესი დაასრულოს. სტრასბურგის სასამართლოში მოვუგეთ რუსეთს და ესეც მიმდინარე პროცესია, როდესაც განგრძობით ოკუპაციაზე გვაქვს საუბარი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„გაუგებარია, საით მივდივართ, რუსეთს ვუფრთხილდებით“ – სალომე ზურაბიშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები