,,პრეზიდენტმა პოლარიზების ხელშემწყობი პირდაპირი გადაწყვეტილება მიიღო რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის დროს”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით,  პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის ჩანიშვნით, პოლარიზების ხელშემწყობი პირდაპირი გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე თქმით, უხერხულია, როდესაც პრეზიდენტი საპარლამენტო ქვეყანაში საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში ვერ ერკვევა.

„ძალიან უცნაურია, როდესაც პრეზიდენტი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ცოტა ხნის წინ ის ამბობდა, რომ საქართველოს პარლამენტში მუშაობა არ მიმდინარეობს და ახლა ითხოვს სამუშაო პროცესში ჩართვას. ის ასევე ამბობდა, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და ამ დროს პოლარიზების ხელშემწყობი პირდაპირი გადაწყვეტილება მიიღო რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის დროს. ამ მხრივ ის საკმაოდ უხერხულ განცხადებებს აკეთებს. რისგან არის განპირობებული, ამაზე საზოგადოება თავად გასცემს პასუხს. ასევე ძალიან უხერხულია, როდესაც პრეზიდენტი საპარლამენტო ქვეყანაში საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში ვერ ერკვევა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით,  პროცესში ერთადერთი შუამავალია 12-პუნქტიანი გეგმა და ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს.

„ამ პროცესში ერთადერთი შუამავალი არის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. ამ გეგმის ირგვლივ ყველას აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს. პროცესი სულ მეტად ხდება ინკლუზიური, ჩართულობის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფილი და ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები