,,უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს, მოდი გავჩერდეთ”- ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინა, რუსეთი და დასავლეთი უკრაინაში ომის დასრულებაზე უნდა შეთანხმდენ, რათა ბირთვული ომის საფრთხე თავიდან აიცილონ. ,,ჩვენ უნდა შევჩერდეთ, შევთანხმდეთ, დავასრულოთ ეს არეულობა, ოპერაცია და ომი უკრაინაში. მოდით გავჩერდეთ და შემდეგ გავარკვიოთ, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება… ჩვენ არ გვჭირდება უფრო შორს წასვლა, იქ ბირთვული ომის უფსკრულია”, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ. ლუკაშენკო დასავლეთს უკრაინაში ომი პროვოცირებაში ადანაშაულებს და დასძინა, “რუსეთს რომ არ დაესწრო თქვენთვის, ნატოს წევრებო, თქვენ დაარტყამდით მას”.  

მეტი...

,,ივანიშვილი ორი წელია არ მინახავს, არ მაქვს ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას”- სალომე ზურაბიშვილი

,,ბიძინა ივანიშვილი მე მგონი, ორი წელი გახდა, არ მინახავს და არ მაქვს არანაირი ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც  დეოლიგარქიზაციას  შეეხება,  პერსონიფიცირებული ბიძინა ივანიშვილი არ არის. „ჩვენი პარტნიორები მისვამენ შეკითხვებს და მაქვს ჩემი პასუხები. ჩემი პასუხია – მე არ მაქვს ნიშანი, რომ მაგალითად, ჩემზე არის ჩარევა. ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე, პირველივე დღიდან თქვა, თქვენ დამოუკიდებელი იქნებით და თქვენ საქმიანობაში არავინ ჩაერევაო. თქვენ იცით, პრეზიდენტზე ახლა რა თავდასხმები მოდის, მაგრამ ჩარევა ნამდვილად არ ყოფილა. ამას ვეუბნები უცხოელებს,…

მეტი...

,,შეიძლება მელიას განცხადება იგულისხმება, მან პირდაპირ უწოდა ამერიკის ელჩს თვალწარმტაცი ქალბატონი”- ირაკლი კობახიძე ნედ პრაისის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას ეხმიანება. უმრავლესობის წევრის განცხადებით, ნედ პრაისმა შესაძლოა, ნიკა მელია ან ნიკა გვარამია იგულისმა. კობახიძის თქმით, აშშ-ის ელჩზე თავდასხმა ხორციელდებოდა უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმით  გვარამიასა და მელიას  მხრიდან. ,,არ ვიცი ამაში (ნედ პრაისის განცხადება) რა იგულისხმება. შეიძლება იგულისხმება, მაგალითად მელიას ცნობილი გამონათქვამი. მან პირდაპირ უწოდა ამერიკის ელჩს თვალწარმტაცი ქალბატონი. შეიძლება ეს იგულისხმება, ხომ? შეიძლება ნიკანორ მელიას არ უნდა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა. ან გვარამია, რომელიც ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია. თავდასხმა რასაც ქვია, თავდასხმა ხორციელდებოდა უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმით სწორედ ამ პოლიტიკოსების მხრიდან. ესენი…

მეტი...

,,გვინდა კანდიდატის სტატუსი? მთავარი კითხვა ეს არის”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ პოლარიზაციის შემცირების მიზნის მან, რაღაც ფორმით მედიატორის როლი შეასრულოს. ზურაბიშვილი ევროკომიისიის მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობას ითხოვს. „ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ძალიან კარგია, რომ არის სამუშაო ჯგუფები. მე, სხვათა შორის, აქაც მოვითხოვ და ცალკეც მოვითხოვ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე ამ ჯგუფებში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაც მომენტში, არ გამოვრიცხავ პრეზიდენტის რაღაც ფორმით მედიატორობას. იმიტომ, რომ დღეს უკვე უცხოელების ჩართულობა აღარ იქნება და მე მზად ვარ ამისთვის, თუ მდგომარეობა ასე ვთქვათ, მომწიფდება “, – განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო არ…

მეტი...

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას სტამბოლში ხელს დღეს მოაწერენ

დღეს,  დოლმაბაჰჩეს სასახლის ოფისში მხარეები უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას სტამბოლში ხელს მოაწერენ. უცხოური მედიის ცნობით, უკრაინასა და რუსეთს შორის ხელმოწერის ცერემონიას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში დაესწრებიან. შეგახსნებეთ, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე, სტამბოლში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე მხარეები გასულ კვირას შეთანხდნენ.

მეტი...

,,კარლ ჰარცელი საქართველოს არ უყურებდა, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის დიპლომატიურ მისიას უარყოფითად აფასებს. კობახიძის განცხადებით, კარლ ჰარცელი მოქმედებდა არა როგორც ელჩი, არამედ როგორც პოლიტიკოსი. მისივე თქმით, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს არ უყურებდა ბოლომდე როგორც სუვერენულ სახელმწიფოს. ,,ითქვა, რომ კრიტიკა, უმჯობესია, პოლიტიკოსების მიმართ იყოს გამოთქმული, ვიდრე დიპლომატების მიმართო. სწორედ ამაზე გვქონდა პასუხი. სწორედ იმის გამო, რომ ეს ადამიანი, კარლ ჰარცელი მოქმედებდა არა როგორც ელჩი, არამედ როგორც პოლიტიკოსი, სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი მისი საქმიანობის შეფასება ისე, როგორც შევაფასეთ. კიდევ გავიმეორებ, რაც შეეხება ევროკავშრსა და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობებში მან, სამწუხაროდ, ძალიან უარყოფითი როლი…

მეტი...

,,რუსეთის არმიამ პანიკა დაიწყო”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, საოკუპაციო ძალების არმია პანიკაშია. მისივე თქმით, ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი უკრაინელები კარგად აცნობიერებენ, რა ხდება და ხედავენ პანიკას რუსეთის არმიაში. ,,რუსეთის არმიამ, როგორც კი ჩვენი HIMARS-ი გამოჩნდა, პანიკა დაიწყო. რატომ? თავდასხმის ქვეშაა ლოჯისტიკური ცენტრები და საბრძოლო მასალები, თავდასხმის ქვეშაა ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღების ცენტრები. ეს ყველაფერი იწვევს რუსი ოკუპანტების პანიკას. ამ ყველაფერს გრძნობენ ადგილზე მყოფი ადამიანები. მათ ესმით, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნება,”- აღნიშნა პოდოლიაკმა. პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება მხოლოდ შეიარაღებული საშუალებებით არის შესაძლებელი. ,,მხოლოდ შეიარაღებული საშუალებებით. არავითარი დიპლომატია, არავითარი მინსკის…

მეტი...

,,სენატორებმა წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც  უკრაინის პირველი ლედის კონგრესში სიტყვით გამოსვლის შედეგებს აფასებს. ზელენსკის განცხადებით, ოლენა ზელენსკას აშშ-ში ვიზიტმა უკვე გამოიღო შედეგი. მისივე ინფორმაციით, სენატორებმა რიშმა, კარდინმა, ვიკერმა, შაჰინმა,  გრემმა პორტმენმა და ბლუმენტალმა კონგრესს წარუდგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს. „პირველი ლედის შეერთებულ შტატებში ვიზიტის პირველი შედეგი – სენატორებმა წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში, რომელიც მოიცავს იძულებით დეპორტაციას რუსეთში და უკრაინის მოქალაქეების გამიზნულ მკვლელობებს მასობრივი სისასტიკისას, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

მეტი...

ქვეყნის დაზიანებაში პრეზიდენტი ხელისუფლებას ადანაშაულებს, ხელისუფლება კი პრეზიდენტს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის გარკვეული განცხადებები ქვეყნისთვის საზიანოა. ტავის, მხრივ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აცხადებს, რომ დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის ხელისუფლების განცხადებები. „პრეზიდენტს არ აქვს განსაკუთრებული კომპეტენციები, რომ ჩვენ, ან ქვეყანას რაიმე სერიოზული პრობლემები შეუქმნას, პატარ-პატარა სირთულეები შეიძლება შექმნას.  ის, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით წარმართოს, ამას ვერ შეძლებს, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში კომპეტენციები აქვს ძალიან შეზღუდული. ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი, რომ მასთან პოლემიკაში შევიდეთ, საჯარო პოლემიკა წარვმართოთ მასთან, დაპირისპირება გვქონდეს და ა.შ. არაერთხელ ვცადეთ, რომ მისთვის რაღაცები აგვეხსნა.  გაუჭირდა რაღაცების გაანალიზება და შეფასება, რაც სამწუხაროა. მისი ასეთი განცხადებები არის საზიანო ქვეყნისთვის…

მეტი...

პრეზიდენტი ადასტურებს, რომ საგარეო მინისტრის გარდა,  ხელისუფლებიდან არავინ ელაპარაკება

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ერთადერთო მინისტრი, რომელიც მასთან კომუნიკაციას ინარჩუნებს, საგარეო საქმეთა მინისტრია. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, მას კონკრეტული წინადადებაც შესთავაზა, თუმცა, პასუხი არ მიუღია. „საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე (რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება), რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, რათა გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პასუხი არ მიმიღია“ – აცხადებს პრეზიდენტი. მისივე შეფასებით, ხელისუფლებას და ოპოზიციას ვერ გააგებინა, რომ სტატუსის მინიჭების საკითხში ყველა ერთად უნდა იყვნენ. მისი თქმით, ხელისუფლებას უფრო აქტიურად უნდა ემუშავა. „მუშაობით უნდა დაეძლია (პრობლემები). უფრო ხშირად, ყველა დედაქალაქში ჩასვლით. იმ მომენტში, თარიღი არ მახსოვს,…

მეტი...

„სამი ადამიანი შევიწყალე, გასამდა და დამთავრდა“ – პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებაზე

პრეზიდენტის განცხადებით, მისი მხრიდან უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას შეწყალება დეპოლარიზაციის ნაწილი იყო.  მისი თქმით, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. „მე დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე. სამი ადამიანი შევიწყალე – უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა. გასამდა და დამთავრდა… დღეს მე დეპოლარიზაციაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თვითონ ხელისუფლებამ, რომ არ გადადგას უდროო ნაბიჯები. ძალიან კარგად იცოდნენ იმ დროს, როცა ნიკა გვარამიას სასამართლო დანიშნეს, რომ ეს რეაქციები იქნებოდა და ესეც არის ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც გაუგებარია. რატომ აკეთებ ამას იმ დროს, როცა იცი, რომ ყველა შუქი შენზეა მომართული? არანაირად არ იყო საჭირო ეს“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.…

მეტი...

პრეზიდენტის თქმით, ელჩს 5 წელი არაფერი გაუკეთებია, ის გაეროში არ უნდა დაინიშნოს და სხვაგან უნდა წავიდეს

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ელჩს ამერიკაში დავით ბაქრაძეს, 5 წის განმავლობაში საერთოდ არაფერი გაუკეთებია. ამით ხსნის პრეზიდენტი იმ ფაქტს, რომ  ის დანიშვნას ხელი არ მოაწერა. „37 ელჩი იქნა წარდგენილი, რაც მე გავხდი პრეზიდენტი. 36-ზე ხელი მოვაწერე. მოგცემთ სიას და მათ ჰკითხეთ, ერთი რჩება, 37-ე, დავით ბაქრაძე, რომლის წარდგენა მივიღე 15 ივლისს, რამდენიმე დღის წინ. მათი საკონსტიტუციო სარჩელი დიდი ხნის წინ არის უკვე გადაცემული. იმ დროისთვის არც ერთი ოფიციალური და ვიმეორებ, ფორმალური წარდგენა, რაც ჩემთან მოვიდა წერილობით, ყველა იქნა დაკმაყოფილებული, ასევე ელჩების გამოწვევა. ბაქრაძესთან დაკავშირებით არ იყო მოსული (მოთხოვნა), ახლა მოვიდა.…

მეტი...

„გაუგებარია, საით მივდივართ, რუსეთს ვუფრთხილდებით“ – სალომე ზურაბიშვილი

„რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასდროს“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის გაუგებარია, საით მოვდივართ. „მე მგონი, ჩვენი საზოგადოებისთვის არის გაუგებარი, საითკენ მივდივართ. რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს, ვაიმე, არაფერი ვთქვათ და ვაიმე, არ ვაწყენინოთ… ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მეტი...

„არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს” – პრეზიდენტი

„არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს“ – აცხადებს  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წერილთა დაკავშირებით, რომელიც მან ევროპაში გაგზავნა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ხან ევროპარლამენტარს ეკამათება და ხან ამერიკის ელჩს, თან, „ამ ფორმით“. „არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ,  მგონი, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს. არ გამიგია მე არსად, 40 წელი მქონდა დიპლომატიური გამოცდილება, ასეთი წესები არ მინახავს. არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს. როცა გამიჯნულია ისედაც იმიტომ,…

მეტი...