,,საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, უმრავლესობა კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს.

იონათამიშვილის განცხადებით, უხერხულია, როდესაც მსგავს შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი იმ გუნდის მიმართ, ვინც რუსეთს მოუგო საქმე სტრასბურგის სასამართლოში.

,,ძალიან უხერხულია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა, იმ უფლებამოსილების ზღვარში, რომელიც მას გააჩნია… უხერხულია, როდესაც მსგავს შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი იმ გუნდის მიმართ, ვინც რუსეთს მოუგო საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი სწორედ ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული და ასევე დიდ წარმატებას მიაღწია ჰააგის სასამართლოში”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით : ”მე შევასრულე ის მუხლი კონსტიტუციის (78-ე მუხლი), რომელიც მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემს შესაძლებლობაშია, რომ წინ წავწიოთ ევროინტეგრაცია. და სხვათა შორის ამ მუხლს ბევრი თავისი გამოსვლებით არღვევს სწორედ უმრავლესობა… ყველაფერს რომ აკეთებ იმისთვის, რომ არ მოხდეს  (ევროინტეგრაცია) ეს არის კონსტიტუციის დარღვევა”.

მსგავსი თემები