„დამთავრდება ერთით – სიკვდილით, სხვა გამოსავალი აქ არ არის“ – მიხეილ სააკაშვილის ექიმი

ციხის საავადმყოფოდან გამოსული მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. მისივე შეფასებით, თუ დროზე არ გადაიყვანეს სამოქალქო კლინიკაში, ლეტალური შედეგი დადგება.    

„მედიკამენტებს არ ღებულობს. ტესტების გარკვეული ნაწილი არის უარესი, რაც მოსალოდნელი იყო. მდგომარეობა არ არის კარგი და ასე გაგრძელება შეუძლებელია. ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ ისეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება მისი მკურნალობა. ჩვენ ვაკეთებთ იმიტაციას ამ მოძრაობების, ვითომ კონსილიუმს ვხდებით, ვლაპარაკობთ მის ჯანმრთელობის შესახებ, ტელევიზიები დღე და ღამე აშუქებენ, რა იქნება. ამ დროს ყველამ მშვენივრად იცის, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი, დამთავრდება ერთით – სიკვდილით. სხვა გამოსავალი აქ არ არის. ბევრი მეუბნება რატომ აბუქებო, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე“ – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები