ნივთმტკიცების სახით მიხეილ სააკაშვილის ტანსაცმელსაც ამოიღებენ

სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებლის განმარტებით, ყოფილ პრეზიდენტზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის დასადასტურებლად მისი ტანსაცმლის ამოღებაც მოხდება.

„ტანისამოსის ამოღება უნდა განხორციელდეს, თუ ის დააფიქსირებს აღნიშნულის თაობაზე გამოკითხვის ოქმში. თუ განაცხადებს იგი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ ამ ტანსაცმელთან მიმართებით, აუცილებლად განხორციელდება მისი ამოღება ნივთმტკიცების სახით“ – განმარტა გიორგი მიქელაძემ ჟურნალისტებთან.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე. როგორც სააკაშვილი აცხადებს, მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. 

მსგავსი თემები