საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 662-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 751 პირს დაუდასტურდა, 3 647 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 9 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 6 021 შემთხვევა გამოვლინდა, 3 792  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 75 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები