ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

  •  

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროპარლამენტის წვერმა ერთ-ერთ ვებინარზე განაცხადა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი მონაწილეობდნენ.

ვებინარის თემა საქართველოში არსებული პოლიტიკურ ვითარება, ჩატარებული არჩევნები და ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა იყო.

“ყოფილ პრეზიდენტს სააკაშვილს მოვუწოდებ შეწყვიტოს შიმშილობა, ჯანმრთელობა მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამე. მოვუწოდებ ოპოზიციას ღრმად ჩაიხედონ თავიანთ სტრატეგიაში, მათ უნდა გაიაზრონ ხალხის გული როგორ მოიგონ. ვაღიაროთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ისინი წარმატებულები არ იყვნენ. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი შიმშილობის შეწყვეტაში, ან მის ექტრადირებაშია,” – აცხადებს ევროპარლამენტარი.

მსგავსი თემები