“ჩვეულებრივი სატელეფონო ზარის უფლება წაართვეს, ამაზეც უარია, ყველაფერზე უარია. ეს არის ჩვეულებრივი კარტელი, დანაშაულებრივი კარტელი” – გიგი უგულავა

დედამიწის ზურგზე არსად ხდება, რომ სასამართლოზე მოსვლა როცა უნდა ადამიანს, პატიმარს უარს ეუბნები გამოგონილი მიზეზების გამო. სამმა მოსამართლემ გვითხრა, რომ სასამართლოს შეუძლია ბრალდებულის გარეშე გააგრძელოს პროცესი, ბუნებრივია, ამაზე მქონდა რეაქცია, – ამის შესახებ გიგი უგულავამ მას შემდეგ განაცხადა, რაც დაატოვებინეს საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობდა.

ამასთან, როგორც უგულავა ამბობს, სასამართლომ უარი თქვა, რომ პროცესი საჯარო ყოფილიყო. გიგი უგულავას განცხადებით, პირველ რიგში, გამჭვირვალობა და საჯაროობა უზრუნველყოფს სასამართლოს მიმართ მიუკერძოებელ დამოკიდებულებას.

„ეს პროცესი არის ზუსტად იმის გაგრძელება, რასაც ჩვენ დღეს თბილისის ქუჩებში ვუყურებდით, 50-მდე კაცი დააკავეს, ბელორისის და რუსეთის საუკეთესო ტრადიციებში, პოლიცია მოქმედებდა როგორც, სამწუხაროდ, ძაღლები, ძაღლობასავით. აი, ამის გაგრძელება იყო ზუსტად სასამართლოში. პირველ რიგში, ჟურნალისტების, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, კიბატონო, კოვიდრეგულაციების გამო ამდენი კამერა ვერ შევა, მაგრამ ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, პირველმა არხმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აწიოს სიგნალი და ყველა მსურველ ტელევიზიას მიეცეს ამ სიგნალის გაშვების შესაძლებლობა. სასამართლომ იმსჯელა და უარი თქვა, ანუ სასამართლომ გვითხრა, რომ პროცესი არ უნდა იყოს საჯარო. პირველ რიგში, გამჭვირვალობა და საჯაროობა უზრუნველყოფს სასამართლოს მიმართ მიუკერძოებელ დამოკიდებულებას. აქ სასამართლომ გვითხრა, რომ ფეხზე ჰკიდია.

გარდა ამისა, ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მხარეს ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს პროცესში, არსად დედამიწის ზურგზე არ ხდება, რუსეთი არ აკეთებს ამას, რომ სასამართლოზე მოსვლა როცა უნდა ადამიანს, პატიმარს, გამოგონილი მიზეზების გამო ეუბნები უარს. ჩვენ მოვითხოვეთ, პენიტენციალური დეპარტამენტის უფროსი, რომელმაც პასკვილი მიწერა, ვერ უზრუნველვყოფთ მოყვანასო, მოსულიყო და განემარტა.

ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სააკაშვილი მზად არის, მოვიდეს, პროცესში მიიღოს მონაწილეობა და საზოგადოების წინაშე წარდგეს. აქაც უსისხლძარღვოდ, ვიშინსკის, იაგოდას, ბერიას და სტალინის საუკეთესო ტრადიციებით სამმა მოსამართლემ გვითხრა, რომ არა, სასამართლოს შეუძლია ბრალდებულის გარეშე გააგრძელოს, ურცხვი ტონალობით. ბუნებრივია, ამაზე მქონდა რეაქცია, რადგან ეს არ არის სასამართლო, თავისივე პრაქტიკა ათასჯერ დაარღვიეს. ჩემს შემთხვევაში და მელიას შემთხვევაშიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მოსამართლეს არ ჰქონია პრობლემა, დღეს რატომღაც პირდაპირ ეთერში გადაცემა პრობლემაა. ყოველთვის, როდესაც ბადრაგირება ხდება, წინა დღეს სულ მცირე პატიმარს იმას მაინც ეუბნებიან, აპირებ თუ არა წაბრძანებას. გუშინ, დღეს არავის მიხეილ სააკაშვილისთვის არ უკითხავს, აპირებს თუ არა, ანუ კითხვაც კი არ დაუსვეს, პირდაპირ გადაწყვიტეს, რომ არ მიჰყავთ.

ჩვეულებრივი სატელეფონო ზარის უფლება წაართვეს, ამაზეც უარია, ყველაფერზე უარია. ეს არის ჩვეულებრივი კარტელი, დანაშაულებრივი კარტელი, თან ისე რცხვენიათ ამ საზიზღრობას რომ სჩადიან, სახეებს მალავენ. რა თქმა უნდა, მე გამომაძევეს, რადგან ამ ყველაფერზე მქონდა რეაქცია და რაღაც წაილუღლუღა. შემდეგ აღარც დარჩენას ვაპირებდი. ეს არ არის სასამართლო პროცესი, ადამიანს ეუბნებიან სასამართლოზე მოყვანაზე უარს, უარს ეუბნებიან სატელეფონო ზარზე, რაც კანონით გათვალისწინებულია. ყველაფრზე უარს ეუბნებიან, არც შენი ხმა არ გამოჩნდეს, არც შენი ვიზუალი. სასამართლო არის ჩვეულებრივი ტროიკა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დაკვეთაა, რადგან შესციცინებდნენ, რასაც ეტყოდა ჯარჯი პროკურორი, იმას შემდეგ ლამაზად აფორმებდნენ. სამარცხვინოა, რასაც ვუყურებ, გულისამრევია, ეს სასამართლო არ არის, ეს არის ტროიკა“, – განაცხადა

მსგავსი თემები