„მიხეილ სააკაშვილს მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით“ – საქმის პროკურორი

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე, რის გამოც, სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან და 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმება ფაქტობრივ მოცემულობას არ ცვლის.

„ვინაიდან, იგი მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, შესაბამისად აგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი იყო, მათ შორის ის გარემოება რომ ბრალდებული თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას და იყო ძებნაში. ვინაიდან, იგი დაკავებულია და მოთავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ ეტაპზე აღარ იყო საჭიროება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებისა.მიხეილ სააკაშილი გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში, მას მისჯილი აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა“ – აცხადებს საქმის პროკურორი წიკლაური.

მსგავსი თემები