“მიშა, მიშა”, “ივანიშვილის მონებო” – აქცია საქალაქო სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები “მიშა, მიშა”, “ივანიშვილის მონებო”- სკანდირებენ.

ისინი საყვირებით ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერას გამოხატავენ.

შეკრებილების მოთხოვნაა – “თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს”.

ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზე დასწრების საშუალებაც სააკაშვილს არ მიეცა.

მსგავსი თემები