ელენე ხოშტარიას მამა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საელჩოს და Human Rights Watch-ს მიმართავს

ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ამის ერთ-ერთი აღმაშფოთებელი გამოვლენაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ელენე ხოშტარიას მამის, გოგი ხოშტარიას დასავლელი პარტნიორებისადმი გავრცელებულ მიმართვაში.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საელჩოს საქართველოში, Human Rights Watch-ის ჰელმანისა და ჰამეტის ფონდის წარმომადგენლობას, საქართველოს მეორე რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, Human Rights Watch-ის 1995 წლის გრანტის მფლობელის, გიორგი ხოშტარიას მიმართვა:

როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობის ერთ-ერთი პირველი გამკვალავი, როგორც კეთილი ნების ადამიანი, თავს მოვალედ ვთვლი, განვაცხადო საქართველოში შექმნილ მწავაე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით:

ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ამის ერთ-ერთი აღმაშფოთებელი გამოვლენაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. დარწმუნებული ვარ, არ დარჩებით გულგრილნი და, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღებთ შესაბამის ზომებს საყოველთაო ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ხოშტარიას მიმართავაში.

მსგავსი თემები