,,იანვარში, მსოფლიოში კოვიდის ოცი მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, 114 000 ადამიანი გარდაიცვალა”- ბიძინა კულუმბეგოვი ,,მედიაცენტრ მთავარში“

,,იანვრის თვეში, მსოფლიოში დაფიქსირდა ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდის ოცი მილიონი შემთხვევა, 114 000 ადამიანი გარდაიცვალა”- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდის შემთხვევების ძირითადი მატება მსოფლიოში, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში ფიქსირდება.

,,იანვრის თვეში, მსოფლიოში დაფიქსირდა ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდის ოცი მილიონი შემთხვევა, 114 000 ადამიანი გარდაიცვალა. თუ შევადარებთ წინა ერთი თვის მონაცემებს, რაოდენობრივი კლება არის 70 პროცენტიანი, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლის 60 პროცენტიანი ზრდა, რაც საყურადღებო და მნიშვნელოვნად ითვლება. ჯერჯერობით, ტენდენცია იმის ახსნის, რომ რომელიმე ახალმა ვარიანტმა ან ინტერესის ვარიანტმა,  ხომ არ გამოიწვია სიკვდილიანობის რაოდენობის მომატება, ასეთ მინიშნებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები არ აკეთებენ. ძირითადი მატება მსოფლიოში, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებზე მოდის. იცით, ჩინეთს ჰქონდა ნულოვანი კოვიდის პოლიტიკა ჰქონდა, ახლა გახსნილია და ბუნებრივია შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა,”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ‘‘მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები