გუმათში ჯებირების აღებას ელოდებიან

გუმათში ჯებირების აღებას ელოდებიან. როგორც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, ხვალ შეთანხმების ბოლო ვადაა, ამიტომ ისინი გონივრული გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათი თქმით, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ბარიკადების აღება იყო.

არსებული ინფორმაციით, ხეობაში იმყოფება იმერეთის გუბერნატორი. ამ დროისთვის ის ჰესის მოწინააღმდეგეებს არ შეხვედრია.

აქციის მონაწილეთა თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროტესტი გუმათში გაგრძელდება.

მსგავსი თემები