ვირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 945 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 342 720-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 114 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა – 38, იმერეთი – 82, ქვემო ქართლი – 50, შიდა ქართლი – 40, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 39, კახეთი – 37, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

მსგავსი თემები