ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახალხო დამცველი ბავშვთა პანსიონატში უნდა შევიდეს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, სახალხო დამცველის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლა მისი პირდაპირი ვალდებულებაა. “ამ ეტაპისთვის, ბავშვთა  საუკეთესო ინტერესები დაცულია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საპატრიარქოსთან და ხელმძღვანელობასთან ძალიან პროდუქტიული იქნება. მოხდება ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა, რომელიც ბავშვის ინტერესებს იცავს. ბავშვები ყველანი მცირე ზომის პანსიონში უნდა გადავიდნენ, სადაც მათ ოჯახის ტიპის სამყოფელი ექნებათ, დაცული იქნება მათი კეთილდღეობა. ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა“ – განაცხადა მინისტრმა.

მეტი...

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის განცდებით, საქართველოში მალე შემოვა  ვაქცინების  ფართო ასორტიმენტი, რის შემდეგაც ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაწყება. „მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ რეგიონებში, სადაც დიდი აქტივობა შეინიშნებოდა, ბრიგადების დამატება მოხდა და ეს კვლავ გაგრძელდება.  ვმუშაობთ დამატებითი დოზების ლოჯისტიკაზე.  უახლოეს მომავალში, ჩვენ გვექნება ძალიან ფართო ასორტიმენტი, რის საფუძველზეც იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. საუბარია როგორც „მოდერნაზე“, ასევე „ჯონსონი და ჯონსონზე“ და „ნოვოვაქსზე“. ასე რომ, ჩვენ მოქალაქეებს ექნებათ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი, რომ მიიღონ გადაწყვეტილება და იზრუნონ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ მონაპოვარზე, ვაქცინაციის მეთოდით პანდემიის დაძლევაზე“, – განაცხადა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

საქართველოში „ინდური შტამის“ 18 შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, არსებული რეგულაციების გაუქმება არ იგეგმება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 18 შემთხვევა დაფიქსირდა. „ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა და ეკონომიკური საქმიანობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში. ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია და ყურადღება გამახვილდეს იმ ყველა ღონისძიების დაცვაზე, რომელიც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის მხრიდან. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში ავრცელებს ინფორმაციას, რომ საჭიროა სოციალური დისტანცია, პირბადე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.…

მეტი...

“გენერალურმა ასამბლეამ განამტკიცა დევნილთა უფლება, ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში“ – ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს რეზოლუციაზე

„გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს წელს საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა შეუერთდა. “მივესალმებით გაეროს გენერალური ასამბლეის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მიღებას, რომლის თანაავტორთა რიგებს წელს საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა…

მეტი...

სახალხო დამცველი და მეუფე იაკობი დღეს შეხვდებიან

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებული ხმაურია შემდეგ, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მეუფე იაკობს დღეს შეხვდება. შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში გაიმართება. „17 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის“, – აცხადებენ საპატრიარქოში. როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, სახალხო დამცველს გააცნობს და აჩვენებს, რა კეთდება ბავშვებისთვის, რო მას მეტი წარმოდგენა ჰქონდეს.   შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობი რამდენიმე დღეა დაინიშნა.

მეტი...

დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესი – გაერომ რეზოლუცია მიიღო 

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. 2021 წლის 16 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 56 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს…

მეტი...