„ქართული ოცნება“ საერთაშორისო კუთხით არსებული მიღწევებით კმაყოფილია

მმართველი გუნდი იმს მიღწევებზე საუბრობს, რაც ბოლო პერიოდში, საერთაშორისო მიმართულებით განხორციელდა და კმაყოფილებას გამოხატავს.

„ქართული ოცნება“ საერთაშორისო მიმართულებით მიღწევების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„შესანიშნავი კვირაა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე. საქართველომ ძლიერი დასავლური პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო, რაც ჩაიწერა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებში: 1. ნატოს კომუნიკე, 2. აშშ-ევროკავშირის სამიტის განცხადება, 3. რუსეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობების თაობაზე ევროკავშირის ერთობლივი სტრატეგია 4. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. შექება დაიმსახურა საქართველო პრემიერ-მინისტრმა, აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული შუამავლობის გამო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა ნატოს ბრიუსელის ფორუმზე და დასავლელმა პრეზიდენტებმა და ამერიკელმა სენატორებმა გამოხატეს ცხადი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ“, – აცხადებენ პარტიაში.

მსგავსი თემები