“მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება მესამე კვარტალში” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია წლის მესამე კვარტალში დაიწყება.

“ეტაპობრივად ვახორციელებთ როგორც ბრიგადების დამატებას, ასევე იმ საჭირო ადგილების დამატებას, რის შემდეგაც ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ თავისუფლად ვაქცინირებას.

მნიშვნელოვანია ის, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე საუბარი ყოველთვის გვქონდა, რომ დაიწყება მესამე კვარტალში. მესამე კვარტალი დადგება და ჩვენ დავიწყებთ მასობრივ ვაქცინაციას, აქედან გამომდინარე არანაირი ცვლილება გეგმაში არ მომხდარა და ვაქცინაციის პროცესს რისკი არ აქვს,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “დღის კურიერში” საუბრისას.

მინისტრის თქმით ამ ეტაპზე საქართველოში ე.წ. ინდური და ბრიტანული შტამი ცირკულირებს და ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსის სხვა ახალი ვერსია არ დაფიქსირებულა.

მსგავსი თემები