კორონავირუსით 741 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 350 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 359 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 991 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 741 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  356 920-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.40%.

მსგავსი თემები