“მე რომ არა მშია, ძალიან კარგად იცის მიშამ” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განაცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მას ვერავინ იყიდის, მათ შორის, ვერც მიხეილ სააკაშვილი.

ამით გიორგი ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ: “მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით ივანიშვილის საქართველოში. არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორემ მერე, გაჭირდება ეგ ამბავი,”- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ამაზე კი, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ძალიან წუხს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასეთ “იაფფასიან ტერმინოლოგიებს იყენებს”.

“მე ვემსახურები საქართველოს იდეას, ეს ადამიანები თავის პერსონალურ იდეებს ემსახურებიან მხოლოდ, ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი.

ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასეთ იაფფასიან ტერმინოლოგიებს იყენებს. საქართველო კარგავს პერსპექტივას მიშას და ბიძინას ბრძოლის გამო, ეს არის ის ორპოლუსიანობა, რაც გვართმევს განვითარების პერსპექტივას.

მე ვემსახურები საქართველოს იდეას, ეს ადამიანები თავის პერსონალურ იდეებს ემსახურებიან მხოლოდ, ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი, კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამ საკითხთან დაკავშირებით.

შია ხალხს, ვალი აქვს სახელმწიფოს, ვერ ვითარდება საქართველო და ამაზე უნდა გავცეთ ჩვენ პასუხი. მე რომ არ მშია და მე რომ ამისთვის არ ვაკეთებ, ეს ძალიან კარგად იცის მიშამაც და ძალიან კარგად იცის მისმა ყველა თანაგუნდელმა, ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ცხოვრებაში ვერავინ ფულით ვერასდროს ვერ იყიდის, მათ შორის, ვერც მიშა სააკაშვილი,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები