“სასამართლოს როგორ უნდა ვენდოთ, თუ წამყვან პოზიციებზე სახელგატეხილი ხალხია” – ალეკო ელისაშვილი

სასამართლოს როგორ უნდა ვენდოთ, თუ წამყვან პოზიციებზე სახელგატეხილი ხალხია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა მართლმსაჯულების სისტემაში რეალური რეფორმების განხორციელებას გაუსვა ხაზი.

„შარლ მიშელის დოკუმენტში არის სურვილი და იდეა, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, არ იყოს სახელგატეხილ ხალხზე – მურუსიძეებსა და ჩინჩალაძეებზე ჩამოკიდებული. სასამართლო ნდობას თუ არ იწვევს, სახელგატეხილი ხალხია წამყვან პოზიციებზე, როგორ უნდა ვენდოთ. სასამართლო სამართლიანი და სანდო თუ არ არის, მაშინ სამართლიანი ქვეყანა არც გვექნება. შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ რეალური რეფორმები უნდა დაიწყოს, არა ტყუილი და წყალწყალა ტალღები, არამედ რეალური და ნამდვილი რეფორმები“, – განაცხადა ელისაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების კანდიდატებს შეარჩევენ.

მსგავსი თემები