“ვის სინდისზეც არის ელისაშვილის ასე გაფეტიშება და პარლამენტში წამოსკუპება, ერთი კომენტარიც არ აქვს გაკეთებული, ეთერებში დღე და ღამე დაუღალავად რომ დაათრევდა” – ზურაბ ნადირაძე ნიკა გვარამიას

“ამ რეგვენ – გაყიდულს თამასას უწევდა და საზოგადოებას არწმუნებდა მის უნიკალურობაში, გვარამიაზე მაქვს ლაპარაკი და ბევრიც გაიკვირვეთ საერთოდ არ მაინტერესებს,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ნადირაძე წერს და ნიკა გვარამიას მიმართავს:

„ მაგრად “ტეხავს” ერთი ხელით, რომ რაღაც ღირებულს უჭერ მხარს და მეორე ხელით ასეთი უპატიებელი “იაღლიში” მოგდის, ნაციონალური პარტიის სინდისიც არაა ამ მხრივ შეუბღალავი, თუმცა ამ ამბავს სხვა ძველი “კუდები” აქვს, ვიწრო და პატარა კაცური, რასაც ქვეყანა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადააყოლო (მიმხვედრი მიხვდება, თუმცა ამაზე მოგვიანებით)!

ახლა ამ წამოსკუპებულ ფილთაქვას კი (ელისაშვილს), მისივე ინიციატივით ქოცებმა ფრაქციის ტიპის პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება მისცეს, რაც ფინანსურად ფრაქციის “სიკეთეებით” სარგებლობის ტოლფასია (ხელფასი, აპარატი, მივლინებები, ავტომობილი, საწვავი და ა. შ.) ხალხის ხარჯზე რა თქმა უნდა (გირჩის იაგოველებიც ამ პრივილეგიით ისარგებლებენ) და რცხვენოდეთ იმ ადამიანებს , ვისაც ამ ყველაფერში მონაწილეობა აქვთ მიღებული!

სამაგიეროდ და “საპირწონედ” კი, არშესულ პარტიებს, დაფინანსებას უწყვეტენ, არჩევნების მასშტაბურ გაყალბებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!“ – წერს სოციალურ ქსელში ნადირაძე.

მსგავსი თემები