“თუ ავიცრებით, წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, წლის ბოლოს ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

„იგეგმება დიდი რაოდენობით Pfizer-ის შემოტანაც, სადღაც ერთ მილიონ დოზამდე, ან 700 000 დოზამდე, ეს საშუალებას მოგვცემს, 12 წლის ზემოთ მოზარდებიც აიცრან, რადგან ჯერჯერობით, მხოლოდ ამ ვაქცინას აქვს მიღებული ნებართვა 18 წელს ქვემოთ ახალგაზრდების აცრაზე.

წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, იქნება ერთეული შემთხვევები, ეს ყველა ქვეყანაში იქნება სადაც თუნდაც, 100%-იანი ვაქცინაცია ჩატარდება, კლინიკური სექტორი ამას იმდენად წარმატებით გაუმკლავდება, რომ პრაქტიკულად, მოსახლეობა ამას ვერ იგრძნობს, დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას, ეკონომიკა იქნება გახსნილი, ეკონომიკური ზრდა უკვე დაფიქსირდა, არნახული ზრდა – 44%-იანი ზრდა მაისში და იქნება კიდევ უფრო მეტი, ანუ წლის ბოლოს საქართველო დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები