ნინოწმინდის პანსიონში ეპისკოპოს სპირიდონის მხარდასაჭერად 50-მდე არასრულწლოვანი ჩაიყვანეს

ნინოწმინდის პანსიონში სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის მხარდასაჭერად 50-მდე არასრულწლოვანი მიიყვანეს. ბავშვები დაწესებულებაში “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გიორგი ლომიმ  ჩიყვანა.

“პატრიოტთა ალიანსის” განცხადებით, არასრულწლოვნები წმ.გიორგის სახელობის კარატისტთა ჯგუფის წევრები არიან და ისინი სააღმზრდელო დაწესებულებაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან.

მათივე ცნობით, ბავშვების ვიზიტი პანსიონში მშობლების თანხმობით განხორციელდა.

მსგავსი თემები