1 გარდაცვლილი და 8 დაშავებული – კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალის” ეზოში სატვირთო შევარდა

უბედური შემთხვევა თბილისში – კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 8.

არსებული ინფორმაციით სატვირთო მანქანამ შეჯახების შედეგად ბეტონის კედელი გაანგრია და კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალის” ეზოში შევარდა რა დროსაც ის ასევე მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა. 

დაშავებულებიდან, სამის მდგომარეობა მძიმეა მათ ამ წუთებში კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” შესაბამისი სამედიცინო დახმარებას უწევენ. 

რა გახდა ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. თვითმხილველთა თქმით, სავარაუდოდ სატვირთო ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც მძღოლმა ტრანსპორტის მართვის კონტროლი დაკარგა. 

მსგავსი თემები