ევროკავშირის ჩართულობით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მედიაცია დაიწყო

„ნამახვანიჰესთან” დაკავშირებით არსებული დაპირისპირებისა და მიმდინარე პროცესების დასარეგულირებლად, საქმეშ ევროკავშირი ჩაერთო. კერძოდ კი, მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრი  ჩაერთო.

როგორც “რიონის ხეობის მცველების” ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი აცხადებენ ისინი ევროკავშირის წარმომადგენლებს საკუთარ პოზიციებს დეტალურად გააცნობენ და სწორედ ამის შემდეგ გამოიკვეთება, შედგება თუ არა მედიაცია, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული.

“დავაყენებთ  მწვავე საკითხებს, რომელმაც უნდა შექმნას შემდგომში  წინაპირობა, რომ დავიწყოთ უშუალოდ მედიაციის პროცესი. უნდა დაკმაყოფილდეს მინიმალური პირობა მაინც იმისთვის, რომ საუბარი შევძლოთ და რაღაც მშვიდობიანი სივრცე შეიქმნას დიალოგისთვის. ჯერ ის რეპრესიები და პროცესები უნდა დასტაბილურდეს და ამის შემდეგ შევხედავთ ჩვენ რამდენად შესაძლებელი გახდება მედიაციის დაწყება,” – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

„რონის ხეობის მცველების“ მოთხოვნაა, ხეობიდან საპოლიციო ძალები გაიყვანონ.

მსგავსი თემები