ავარიას კრწანისის ქუჩაზე კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კრწანისის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მას კლინიკაში შეყვანისას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

“ნიუ ჰოსპიტალის” ეზოში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ კლინიკის დირექტორმა, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კლინიკაში სულ 5 დაშავებული შეიყვანეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 

“ხუთი დაშავებულიდან ერთს მძიმე ტრავმები ჰქონდა და ვერ მოხერხდა გადარჩენა. გული გაუჩერდა. ოთხი დაშავებულიდან ერთი არის მცირეწლოვანი,”- აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.

მსგავსი თემები