“ვაფასებთ საქართველოს პრემიერის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში” – აზერბაიჯანის საგარეო უწყება

ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 12 ივნისს მიღწეული შეთანხმების თანახმად, აღდამის რეგიონში 97 000 ანტისატანკო და ანტისანაღმო რუკების აზერბაიჯანისადმი გადაცემის სანაცვლოდ 15 დაკავებული სომეხი მოქალაქე აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე გადაეცა სომხეთს, საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით.

“ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში. აქვე, განსაკუთრებით აღვნიშნავთ შუამავლის როლს და პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ფილიპ რიკერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) შვედეთის თავმჯდომარეობას. ნაღმების რუკების მიღება ათი ათასობით ჩვენი მოქალაქის – მათ შორის განაღმვით სამუშაოებზე მომუშავე პირების – სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გადაარჩენს, და იმავდროულად დააჩქარებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ აღდამში ინიცირებულ სარეკონსტრუქციო პროექტებს და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას,” – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები