„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ პერსონალისთვის და “კოვიდ ინფიცირებული” პაციენტებისთვის კომპანიებმა საახალწლო ნობათი მოუმზადეს. სამედიცინო ცენტრს ინფორმაციით, 140-მდე პაციენტი და კლინიკაში დასაქმებულები ახალ წელს განსაკუთრებული მზრუნველობით შეხვდნენ.
„სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც ბოლო 9 თვეა შეუსვენებლად დღე და ღამ იბრძვიან კორონავირუსის დასამარცხებლად დიდი სტიმულია, როდესაც თანადგომას და დაფასებას გრძნობენ. ასე, ერთად დგომით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ და ვირუსსაც დავამარხებთ ! საჩუქრებისთვის კი დიდი მადლობა ჩვენ მეგობარ კომპანიებს: კოკა კოლას; ტკბილ ქვეყანას; სარაჯიშვილს; ვისოლს; ბარამბოს; სუპერმარკეტების ქსელ ზღაპარს; საცხობ ლილის-ს; ბიბლუსს დ სანდომს. 140-მდე პაციენტი შეხვდა ახალ წელს მცხეთის სამედიცინო ცენტრში. კლინიკა 1 აპრილიდან ემსახურება კოვიდვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, დღემდე კლინიკას ჰყავს 1200-მდე გამოჯანმრთელებული“ – ვკითხოლობთ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.