დღეს პატრიარქს 88 წელი შეუსრულდა

4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადების დღეა. ილია მეორეს (ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი) დაბადებიდან 88 წელი შეუსრულდა. ის 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. მან 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1960 წელს დაასრულა. 1957 წლის 16 აპრილს თბილისში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს. 1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა, 1967 წლიდან კი ცხუმ-აფხაზეთის…

მეტი...

პოლიციამ ბათუმში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტები გახსნა, დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ჯ.მ. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მამაკაცი – 1977 წელს დაბადებული გ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო გ.ა.- ს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა…

მეტი...

პარლამენტში დღეს და ხვალ რიგგარეშე სხდომების გამართვა იგეგმება

საქართველოს პარლამენტში დღეს და ხვალ რიგგარეშე სხდომების გამართვა იგეგმება. სხდომების ფარგლებში იგეგმება „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა, ასევე „საგადასახდო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების განხილვა, რომელიც პანდემიის პირობებში შეღავათების დაწესებას გულისხმობს. დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე შესაძლოა, დელეგაციების დაკომპლექტების საკითხზეც იმსჯელონ. ამასთან, პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა. მანამდე საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.

მეტი...